პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურის თქმით, სანამ კოალიცია "ძლიერი საქართველო" იტყოდა ექსპრეზიდენტის თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებაზე, მათ უკვე ჰქონდათ საუბარი ამ საკითხზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან.
„სალომე ზურაბიშვილის კანდიდატობის საკითხს რაც შეეხება, რამდენიმე თვის, დაახლოებით, 7-8 თვის წინ გვქონდა ჩვენ ეს იდეა, სალომე ზურაბიშვილის წარდგენა თბილისის მერობის კანდიდატად, მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტია. ვიდრე „ლელო“ მიიღებდა გადაწყვეტილებას, ჩვენ ისედაც ნეიტრალური, არაპარტიული კანდიდატების ძებნაზე ვიყავით გადასულნი და „ლელოსთან“ ერთად საერთო კანდიდატებზე გვექნება მსჯელობა“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: საერთო კანდიდატები, თბილისში სალომე ზურაბიშვილი ლიდერი და ჩვენ მის გარშემო