აშშ-ის საელჩო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან სენატორ სტივ დეინსის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„სენატორი დეინსი სალომე ზურაბიშვილს და პოლიტიკური პარტიის ლიდერებს შეხვდა, რათა განეხილა შეერთებული შტატებისთვის საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა, ოპოზიციონერი ლიდერების ბოლოდროინდელი დაკავებების გამო შეშფოთება და პროდასავლური საქართველოს მხრიდან აუცილებლობა, უზრუნველყოს კეთილდღეობა, პროგრესი და სტაბილურობა რეგიონში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
Senator Daines met with Salome Zourabichvili and political party leaders to discuss Georgia’s strategic importance to the United States, concerns over recent arrests of opposition leaders, and the need for a pro-Western Georgia to ensure prosperity, progress, and stability in the… pic.twitter.com/xJwEHUkxoh
— U.S. Embassy Tbilisi (@usingeo) May 30, 2025
ცნობისთვის, ამერიკელი სენატორი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა








