ამერიკელი სენატორი სტივ დეინსი ჩვენ შეგვხვდა, მხოლოდ ოპოზიციას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოისმინა შიდა საკითხები, კანონთა დარღვევის მთელი რიგი, რაც ჩვენ წარვუდგინეთ, არამედ სტრატეგიული გამოწვევები - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბროფონგზე განაცხხადა.
"ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობას, დღეს მე შევხვდი პლატფორმის სახელით სენატორ სტივ დეინსს, ამერიკელ, რესპუბლიკელ სენატორს, რომელიც კავკასიაშია ჩამოსული. იყო ბაქოში, თბილისში, მიდიოდა ერევანში. ჩვენ შეგვხვდა, მხოლოდ ოპოზიციას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოისმინა შიდა საკითხები, კანონთა დარღვევის მთელი რიგი, რაც ჩვენ წარვუდგინეთ, არამედ სტრატეგიული გამოწვევები, რაც არსებობს ამერიკისთვის ამ რეგიონში და საქართველოში, რაც მოითხოვს ამერიკისგან დიდ ყურადღებას". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა "წინააღმდეგობის პლატფორმის" წევრ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სენატორი სტივ დეინსი მოუთმენლად ელის მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისში