მომსწრენი ვართ კლასიკური მაგალითისა თუ როგორ შეიძლება ორმაგი სტანდარტის ლუსტრაცია მოხდეს იმდაგვარად, რომ ამ ყველაფერს გადააყოლონ ყველაზე მთავარი, რაც არის ღერძი იმ ევროგაერთიანების, რასაც ჩვენ ევროკავშირის ერთობით ვიცნობთ. სრულიად ნათელია, რამდენად დიდია მათი მხრიდან ცდუნება იმისა, რომ ქვეყანა და ხელისუფლება იყოს გაკონტროლებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.
მისი თქმით, იმდენად დიდია მათი სურვილი საქართველოს ხელისუფლების გაკონტროლების, რომ ამას მზად არიან რეპუტაციული ზიანი მიაყენონ ევროკავშირს.
ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ევრობიუროკრატიის დამოკიდებულებას ზუსტად ასახავს ევროკავშირის ელჩის დამოკიდებულება და განცხადებები ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში.
„როდესაც ჟურნალისტი სვამს პრესკონფერენციაზე საკმაოდ რთულ მისთვის კითხვას, დემოკრატიული ღირებულება არის ის, რომ რაოდენ რთული ან გამაღიზიანებელიც არ უნდა იყოს კითხვა, ის პასუხგაცემული იყოს. ეს არის ევროპულისტანდარტი და ევროპული ღირებულება. ჩვენ დავინახეთ, რომ იმდენად გააღიზიანა ბატონი ელჩი ჟურნალისტის კრიტიკულმა კითხვამ, რომ პირდაპირ თქვა, რომ იქნებ სხვასაც აქვს კითხვა და პირდაპირ მიანიშნა, რომ ეს კითხვა იქნებოდა უპასუხოდ დარჩენილი. საუბარი იმაზე, რომ თუ თქვენ გინდათ აქ მოსვლა თქვენ უნდა დაემორჩილოთ და მიიღოთ ეს წესები, ეს არის მცდარიდეზადა მიმართულება. ჩვენ არასად რაიმე ინდივიდუალურ გაერთიანებაში, რომელიც წარმოუდგენია ბატონ ელჩს არ მივდივართ. ჩვენ მივდივართ ღირებულებით ერთობაში და ეს ღირებულებითი ერთობა დღევანდელევრობიუროკრატებსარ მიუღიათ და ჩვენ მათთან კორპორაციულ ღირებულებაში არ მივდივართ“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.







