რა სასაცილოა, რომ დებატებს აკრიტიკებენ ისინი, ვინც დებატებს გაურბიან ყველგან და ყოველთვის, იქნება ეს „კრიტიკული“ მედიის წარმომადგენლებისა თუ ოპოზიციონერების უდიდესი ნაწილი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით „ოპოზიციის მხარეს დებატები რომ ყოფილიყო, ახლა ოპოზიციაც უფრო ძლიერი იქნებოდა და ქვეყანაც – უკეთეს მდგომარეობაში“.

„ხოლო დებატების გამბედაობა რომ არ გაქვს, მხოლოდ ის თუ დაგრჩება, სხვისი დებატები აკრიტიკო“, – წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.