"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი ციხეში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ოვანიშვლითან შეთანხმებით ზის ციხეში. 

"...დარწმუნებული ვარ, რომ ზოგი ოპოზიციონერი საერთოდ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებულად ზის იმ ციხეში. მაგალითად ნიკა გვარამია.

... ახლა ქართული ოცნება დებატებს რომ იწყებს, არ იქნებოდა ურიგო, ზოგადად, რომ იგივე დებატები ყოფილიყო ოპოზიციის მხარეს. მთავარი რაც მე გავიგე ქართულ პოლიტიკაში, ყველაზე სიმპტომატური არის ფული და ფულის წყარო. გვარამია გამოირჩევა იმით, რომ ათობით მილიონი დახარჯა 2024 წლის არჩევნებში, დახარჯა ექსკლუზიურად იმისთვის, რომ მიშასთვის (სააკაშვილი) წაერთმია ხმები და არა ბიძინასთვის. ანუ ნაცების ხმები გაიყო. საბოლოო ჯამში, დავინახეთ, რომ ნაცმოძრაობა დარჩა წარმომადგენლების გარეშე პარლამენტში, საკრებულოებში, დარჩა ტელევიზიის გარეშე, მთავარი არხი დაიხურა, ტელევიზიის შენარჩუნებას მარტო გვარამიას ხელფასიც კი ეყოფოდა. და რაც მთავარია, ის ათობით მილიონი არც კი დაიბლოკა.

ჩვენს რეალობაში 1000-2000 ლარიც კი იბლოკება. ჩვენი პარტიის მაგალითზე ვიცი, რომ პრობლემა აქვს ხოლმე ბიზნესმენს, რომელსაც შეიძლება მილიონები ჰქონდეს, რამდენიმე 1000 ლარი თვეში შემოწიროს. ფული არის ყველაზე რთული რაღაც, რაც შეიძლება იშოვო ჩვენს პოლიტიკაში, თუ პატიოსნად აკეთებ ამას. ჰოდა, ვინ დამაჯერებს, რომ გვარამიამ 40 მილიონი იშოვა და ქოცებს ამაზე პრობლემა არ შეუქმნიათ. სანამ ამ კითხვაზე არ იქნება პასუხი, თუ არ აღმოჩნდა რაღაც სასწაული, გზა, (რა შემთხვევაშიც) უკან წავიღებ ჩემს სიტყვებს.

40 მილიონი მე არ მომიგონია, მთელი ოპოზიცია თანხმდება ამ რიცხვზე". - განაცხადა ალექსანდრე სანდრო რაქვიაშვილმა ტვპირვე;ის გადაცემაში "ახალი ამბები ანაახალაიასთან".