ამის შესახებ "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს.
"ამ სარჩელს არანირი ინფორმაციული დატვირთვა არ აქვს. უბრალოდ რაღაც ინფორმაციული საგანია, რომ ამაზე ისაუბრონ, იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" თეორიულად რომ ეს ხმები ჰქონდეს, იმპიჩმენტი მაქსიმუმ რამდენიმე კვირით დააჩქარებს პრეზიდენტის გადადგომას. დარწმუნებული ვარ "ქართულ ოცნებას" 100 ხმა არ ექნება და თუ ექნება ქვეყანა ბევრად უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე იქნება", - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.