„ლელოს“ 2 თვე დასჭირდა, რომ არითმეტიკა გაესწორებინა, გახარიები კი რამდენიმე კვირაში გამოსწორდნენ,- ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„საპენსიო დაპირებებთან დაკავშირებით ერთადერთი რაზეც შემიძლია შევაქო გახარიები არის ის რომ „ლელოს“ 2 თვე დასჭირდა, თავისი მათემატიკა ცოტა გაესწორებინა და ესენი რამდენიმე კვირაში გამოსწორდნენ. „ლელოს“ არითმეტიკული შეცდომები ჰქონდა, მაგრამ შინაარსობრივად მათი გეგმა რომ განხორციელდეს, ეკონომიკა არანაკლებ პრობლემებში იქნება. გახარიებს საპენსიო ნაწილში გათვლები არ ჰქონდათ და შეცდომას ვერც დაუშვებდნენ, უბრალოდ, იმდენად სასაცილოდ გამოიყურებოდნენ, „ლელოს“ მოჰპარეს ეს იდეა, 1 100 ხომ დაჰპირდნენ პენსიას და ახლა 900-მდე ჩამოვიდნენ. ანუ 1 100-იდან 900-მდე ჩამოვიდნენ, გამოსწორდნენ, რაღაც ეშველათ, გარე კრიტიკას რეაგირებენ და დაინახეს, რომ სასაცილოდ გამოიყურებოდნენ“,- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.