კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს იმაზე, როგორ უჭერს მხარს ევროპის საბჭო დემოკრატიულ სტაბილურობასა და ქართველი ხალხის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ალენ ბერსეს თქმით, დიალოგი საქართველოსთან აუცილებელია.
„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისადმი ერთგულება მაღალია და ასევე მაღალია მოლოდინები საქართველოს მიმართ, ისევე როგორც ყველა წევრი სახელმწიფოს მიმართ. ჩვენი დიალოგი საქართველოსთან აუცილებელია. კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს იმაზე, როგორ უჭერს მხარს ევროპის საბჭო დემოკრატიულ სტაბილურობასა და ქართველი ხალხის უსაფრთხოებას“, – წერს ალან ბერსე.
თარგმანი: პირველი არხი




