"რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი - ეს სლოგანი სჯობს ძვირფასო მერიავ" - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება თბილისის მერის დღევანდელ განცხადებას საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას. 

თბილსიის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერმა კახა კალაძემ დაგეგემილ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით ისაუბრა და განმარტა, რომ დედაქალაქში საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 28 დეკემბრიდან 7 იანვრამდე მოქალაქეებს რესპუბლიკის მოედანი უმასპინძლებს.
„კონცერტებში ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, ვინ რომელი პოლიტიური ძალის მხარდამჭერია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ქალაქის მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს, როგორც კალაძემ განაცხადა, ამ მიმართულებით, თბილისის მერია მასშტაბურ სიურპირიზს გეგმავს.

„საინტერესო და მასშტაბური პროექტი გვაქვს ჩაფიქრებული, რასაც, ჯერჯერობით, სიურპრიზად დავტოვებთ. გარკვეული ტექნიკური პრობლემებია დასაზუსტებელი, თუ რამდენად შევძლებთ მის განხორციელებას. გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მივიღებთ“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ახალი წლის სლოგანი თბილისის მცხოვრებლებისთვის არის „სიყვარულით სავსე ქალაქი“.