გიორგი კალანდიას ვიცნობ 25 წელია და ცოტა ვინმე თუ ვიცი მასავით შეპყრობილი. საქართველოთი და მუზეუმებით შეპყრობილი. - წერს "მოქალაქეების" ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ისტორიკოს გიორგი კალანდიას "მონა.გე" -ს საინფორმაციო ბაზაში შეყვანის ფაქტს ეხმაურება:
"პროექტი მონა.ჯი ისედაც საძაგლობად მიმაჩნდა და გიორგი კალანდიას მანდ შეყვანა არის კიდევ უფრო გულისამრევი. გიორგი კალანდიას ვიცნობ 25 წელია და ცოტა ვინმე თუ ვიცი მასავით შეპყრობილი. საქართველოთი და მუზეუმებით შეპყრობილი. რადიო "აუდიენციაში" ვმუშაობდით ერთად და ზუგდიდის დადიანების სასახლიდან კომუნისტების დროს, 30-იან წლებში დაკარგული ნივთი აღმოაჩინა რომელიღაც ევროპულ აუქციონზე. ჯამლეთ ბაბილაშვილი იყო მაშინ გენერალური პროკურორი, იმდენი იჩალიჩა ეს ნივთი პროკურატურის მეშვეობით, დაუბრუნა ზუგდიდის მუზეუმს. ასეთი ათობით ამბავი შემიძლია მოვყვე კალანდია-მანიაკზე. ჰოდა, სხვისი ლანძღვის გარდა ცხოვრებაში არაფერი რომ არ გაგიკეთებიათ იმათმა კალანდიას გაკეთებულის მეათასედი მაინც გაუკეთეთ საქართველოს და მერე აქვეყნეთ სხვები თქვენს ამაზრზენ საიტებზე" - წერს ალეკო ელისაშვილი.