მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის გადასაწყვეტი არაა საქართველო ევროკავშირის სტატუსს მიიღებს თუ არა.
"ეს პოდოლიაკის გადასაწყვეტი არაა, ჩვენ ევროკავშირის სტატუსს მოგვცემენ თუ არ მოგვცემენ. ძალიან ცუდია ასეთი განცხადებები და ხელს უშლის ჩვენ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების აღდგენას" - განაცხადა ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საქართველოს არ აქვს ერთი შანსიც კი, გახდეს ევროკავშირის წევრი.