პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოლიტიკურმა მდივანმა - აკაკი მინაშვილმა, პოლიტსაბჭოს წევრმა - ნუგზარ წიკლაურმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა - გიორგი პატარაიამ, პარტიის საორგანიზაციო მდივანმა - ბაჩო დოლიძემ, მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მოადგილემ - ანა გოგოლაძემ თანამდებობები დატოვეს.
ნუგზარ წიკლაურის თქმით, დღეს ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვეს პოლიტიკაზე - წასვლას არ ვაპირებ "ნაცმოძრაობიდან"
ასევე, ნონა მამულაშვილის აცხადებს, რომ "ნაცმოძრაობაში" ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე
შეგახსენებთ, "ნაცმოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარეობის ორდღიანი არჩევნები დასრულდა.
ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გახდა.
კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
ნონა მამულაშვილი - 3.33%;
ნიკა მელია - 40%;
გიორგი მუმლაძე - 3.68%
ხმის მიცემის პროცესი დღეს, 10:00 საათზე დასრულდა.
პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გააკეთა. მისი თქმით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 49 638 ადამიანი იყო, მათგან არჩევნებში მონაწილეობა 41 264-მა მიიღო.