ვულოცავ ლევანს გამარჯვებას!დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი.აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა...ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის. პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში - ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე. მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე." - წერს ნონა მამულაშვილი.
შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გახდა.
კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
ნონა მამულაშვილი - 3.33%;
ნიკა მელია - 40%;
გიორგი მუმლაძე - 3.68%
ხმის მიცემის პროცესი დღეს, 10:00 საათზე დასრულდა.
განცხადება პარტიაში ცოტა ხნის წინ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გააკეთა. მისი თქმით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 49 638 ადამიანი იყო, მათგან არჩევნებში მონაწილეობა 41 264-მა მიიღო.