აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი, აჭარაში ვიზიტით მყოფ გაერო-ს ბურუნდის, ლესოტოსა და ნეპალის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრისას მთავრობის თავმჯდომარემ ელჩებს მადლობა გადაუხადა რეგიონისადმი გამოხატული ინტერესისთვის და ხაზი გაუსვა ამგვარი ვიზიტების მნიშვნელობას, რაც კარგ შესაძლებლობას იძლევა აჭარისა და მთლიანად ქვეყნის გაცნობის მიზნით.
სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა გაეროსა და მის სააგენტოებან თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვისა და დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობის, ასევე რეგიონში სხვადასხვა მსხვილი პროექტის განხორციელების, მათ შორის სოფლის განვითარებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
გაეროს მუდმივი წარმომადგენლების ყოველწლიური ვიზიტი აჭარაში მნიშვნელოვანია როგორც თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე რეგიონის განვითარებაში საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდის კუთხით.
მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ბატონ დავით ბაქრაძეს, საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს აქტიური ჩართულობის ხელშეწყობისთვის.