პარლამენტმა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული "უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კანონი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, საიდანაც დასკვნა დაახლოებით 3 თვეში იქნება.
პარალელურად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონის განხილვას და მიღებას აპროტესტებენ.
ცნობისთვის, კანონის მიღებამდე ამერიკის საელჩომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა