2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ცნობილია

1589451819
2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების მიერ არჩეულ საგნებთან დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს.
" 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით ცნობილია:
ისტორია - აირჩია 22 850 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
მათემატიკა - აირჩია 12 660 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ბიოლოგია - აირჩია 3250 - მდე აბიტურიენტმა;
გეოგრაფია - აირჩია 1040 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ზოგადი უნარები - აირჩია 4500 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ლიტერატურა - აირჩია 920 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
სამოქალაქო განათლება - აირჩია 430 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ქიმია - აირჩია 2340 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ფიზიკა - აირჩია 200 - ზე მეტმა აბიტურიენტმა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - აირჩია 50 - ზე მეტმა აბიტურიენტმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ მათ საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ"-ნათქვამია განცხადებაში.