2007 წლის 7 ნოემბრიდან 8 წელი გავიდა. საქართველოს პოლიტიკური კრიზისი 2007 წლის ნოემბერში განპირობებული იყო რიგი მოვლენებით, რომლებიც 3 ნოემბერს დაწყებულ სახალხო საპროტესტო აქციას უძღოდა წინ.
აქცია პოლიციის მიერ მის მონაწილეთა დაშლით ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებითა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა. დაშავდა ათეულობით ადამიანი და აქციას მოჰყვა მსხვერპლიც.
7 ნოემბერს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 16 ნოემბერს გაუქმდა.
7 ნოემბერს ნიღბიანმა პირებმა ტელეკომპანია „იმედი“ დაარბიეს, რის გამოც ამ ტელეკომპანიის მაუწყებლობა გამოირთო. კრიზისის საპასუხოდ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები და რეფერენდუმი გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.