ჟენევაში, Christie’s აუქციონზე უიშვიათესი ლურჯი ბრილიანტი Oppenheimer Blue რეკორდულ ფასად გაიყიდა. მყიდველის სახელი უცნობია, მან ბრილიანტში 57,5 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა.
ბრილიანტი 14,62 კარატიანია და იგი პლატინისგან დამზადებულ ბეჭედშია მოთავსებული.
როგორც Reuters-ი იუწყება, Oppenheimer Blue აუქციონის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ბრილიანტია.
აქამდე რეკორდი ბრილიანტს სახელად Blue Moon Diamond ეკუთვნოდა, რომელიც 2015 წელს Sotheby’s აუქციონზე 48,6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. მისმა ახალმა მფლობელმა კი ძვირფას ქვას სახელი შეუცვალა და Blue Moon Josephine დაარქვა.




