უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღებდა სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ საბრძოლო მოქმედებების გაყინვას ითვალისწინებს. "ახლა ჩვენ უნდა გავყინოთ (საბრძოლო მოქმედებები), და ეს ომის დასრულების რეალური გზაა", — განაცხადა მან ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში.
"ჩვენ ამას ზავს დავარქმევთ, ან, როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, მკვლელობების შეწყვეტას. გაყინვა და შეწყვეტა. ეს არის ის მინიმუმი, რაც დღეს ოკუპანტებისგან გვსურს", — განაცხადა ზელენსკიმ კითხვაზე პასუხისას, დათანხმდებოდა თუ არა იგი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებები ამჟამინდელ პოზიციებზე წყდება, უკრაინის კონტროლქვეშ კი ქვეყნის ტერიტორიის 75 პროცენტი ან მეტი რჩება.
"ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, კიევი უსაფრთხოების გარანტიებისთვის აშშ-სა და ევროპელ პარტნიორებს მიმართავს", — დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. შემდეგ, მისი თქმით, ქვეყნის აღდგენა გახდება აუცილებელი. "ჩვენმა ცხრა მილიონნახევარმა მოქალაქემ საკუთარი სახლი დაკარგა და მთელ მსოფლიოშია გაფანტული, — აღნიშნა მან. — ისინი დაბრუნდებიან და ქვეყანას თავიდან ააშენებენ".




