რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ 28 743 შაჰედი გამოიყენა, ეს ირანის გარეშე ვერ მოხდებოდა, - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგაში NATO-ს მაღალჩინოსნებს.
"ომის დაწყების დღიდან, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 28 743 "შაჰედი"(ირანული უპილოტო საფრენი აპარატი) გამოიყენა. რუსეთი ამას ვერასდროს იზამდა ირანის რეჟიმთან კავშირის გარეშე. და ჩვენ, ვერასდროს ჩამოვაგდებდით მათ უმეტესობას თქვენი სოლიდარობისა და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე", - განაცხადა ზელენსკიმ.