პუტინს შეუძლია, კიევში ჩამოვიდეს, მე ტერორისტების დედაქალაქში ვერ ჩავალ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"მას შეუძლია, კიევში ჩამოვიდეს. მე არ შემიძლია მოსკოვში წასვლა, მაშინ როცა ჩემს ქვეყანას ყოველდღიურად ბომბავენ და თავს ესხმიან, მე ვერ ჩავალ ტერორისტების დედაქალაქში და პუტინს ეს კარგად ესმის", - განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თუ ზელენსკი შეხვედრისთვის მზადაა, მას შეუძლია, მოსკოვში ჩავიდეს.