ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, რომელზედაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვიდა.

პუტინის თქმით, ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ შეხვედრაში აზრს ვერ ხედავს.

"ახლა საკვანძო საკითხებზე ზელენსკისთან შეთანხმება შეუძლებელი იქნება". – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის ზელენსკის მოსკოვში შეხვდეს და უკრაინის პრეზიდენტს "უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას აძლევს".

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ახლო წარსულში კიევი პირდაპირი შეხვედრის წინააღმდეგი იყო, ახლა კი, პირიქით მოსკოვთან კონტაქტს ითხოვს.