პოლონეთი უკრაინას ROSOMAK-ის ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს მიაწვდის. ამის შესახებ მხარეები პოლონეთში ვოლოდიმირ ზელენსკის სახელმწიფო ვიზიტის დროს შეთანხმდნენ. ამ საკითხზე უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვის ფარგლებში ისაუბრა.
ზელენსკის თქმით 100 ჯავშანტრანსპორტიორს უკრაინა დაუყოვნებლივ მიიღებს, ხოლო მეორე ნახევარს უახლოეს თვეებში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პოლონეთმა უკვე შეასრულა 'სატანკო კოალიციის' ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება და LEOPARD-ის ტიპის 14-ვე ტანკი უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჯავშანტრანსპორტიორების გარდა პოლონეთი უკრაინას მიაწვდის სხვადასხვა ტიპის რაკეტებს, თვითმავალ ნაღმსატყორცნებს და МиГ-ის ტიპის თვითმფრინავებს.
პოლონური გამოცემა Rzeczpospolita-ს ცნობით, ROSOMAK-ის მწარმოებელი ქარხანა წელიწადში 100 მანქანას ამზადებს. იმ შემთხვევაში თუ საწარმო 2 ცვლაში იმუშავებს შესაძლებელი იქნება წარმოებული მანქანების რაოდენობის გაორმაგება.