უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების თავგანწირვის წყალობით, ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ მშვიდობიანი ცხოვრებით დატკბნენ. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპაში ფრონტს უკრაინელები აკავებენ.

"ჩვენს ხალხს მხარს უჭერს დამოუკიდებელი პოლონეთი და თავისუფალი ბალტიისპირეთის ქვეყნები", - თქვა მან და აღნიშნა, რომ ევროპაში ყველას ეს არ ესმოდა.

"მხოლოდ ვიქტორს შეუძლია იფიქროს იმაზე, თუ როგორ გაიზარდოს მუცელი და არა იმაზე, თუ როგორ გაზარდოს არმია, რათა შეაჩეროს რუსული ტანკები, რომლებიც შესაძლოა ბუდაპეშტის ქუჩებში დაბრუნდნენ", - განაცხადა ზელენსკიმ.