პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევში უკვე დამონტაჟდა 12-ზე მეტი მოდული რეაქტიულ უპილოტო საფრენ აპარატებთან დასაპირისპირებლად, ხოლო კიდევ რვის დამონტაჟება კიევის ოლქში იგეგმება.

რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატებისგან დაცვის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დედაქალაქში უკვე დაიწყეს ავტომატური საბრძოლო მოდულების დამონტაჟება.

"დავიწყეთ მოდულების დამონტაჟება. 12-ზე მეტი უკვე დამონტაჟებულია დედაქალაქში და ახლა დამატებით კიდევ რვა "ორმოცდაათკალიბრიანი" დამონტაჟდება კიევის ოლქში".

გამოცემამ დააზუსტა, რომ საუბარია 50-ე კალიბრის ტყვიამფრქვევებისთვის შემუშავებულ ავტომატურ საბრძოლო მოდულებზე.