უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული ძალების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი უკრაინის ყველა ტერიტორიიდან უნდა განიდევნოს.

"კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მთელი მსოფლიოსთვის მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ისინი უნდა განდევნო უკრაინის ყველა კუთხიდან. მათ არც ერთი მეტრი არ უნდა დარჩეთ, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით ან სხვა რამით. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. მე მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო. გთხოვთ გაავრცელოთ მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს.

პროკუდინის ინფორმაციით, სახიფათო ტერიტორიებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.