უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა რუსეთს იზოლაციიდან გამოსვლაში ეხმარება. ამის შესახებ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მიმაჩნია, რომ აშშ დაეხმარა პუტინს მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში, რომელშიც ის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის გამო იყო. არავინაა გაღიზიანებული. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. რაც შეეხება აშშ-ის დახმარების 90%-თან დაკავშირებულ ისტორიას… ჩვენ გვესმის, რომ სიმართლე ცოტა სხვანაირია, თუმცა, უდავოდ, ჩვენ მადლობელი ვართ დახმარებისთვის. ვისურვებდით, რომ ტრამპის გუნდს მეტი სიმართლე ჰქონდეს", – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ამგვარად, აშშ-ს პუტინი იზოლაციიდან გამოჰყავს, რაც კრემლში უხარიათ.

"გუშინ უკვე იყო სიგნალები მათთან, როგორც მსხვერპლთან. ეს რაღაც ახალია", – განაცხადა ზელენსკიმ.