უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის ზოგიერთ წარმომადგენელს უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ რუსეთის ხელისუფლების დეზინფორმაციის სჯერა. ამის შესახებ DW წერს.
ზელენსკის თქმით, ამერიკელ ოფიციალურ პირებს ვლადიმირ პუტინის სჯერათ მაშინაც კი, როდესაც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები მოსკოვიდან მომდინარე განცხადებებს უარყოფენ.
უკრაინის პრეზიდენტმა მაგალითად მოიყვანა დონალდ ტრამპის განცხადებები პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელიც ეხებოდა კურსკის ოლქში ათასობით ალყაში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცს.
"ეს ტყუილი იყო", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსებმა მოახერხეს ცრუ ინფორმაციის გამოყენებით თეთრი სახლის გუნდის ზოგიერთ ადამიანზე გავლენის მოხდენა.
"მათი გზავნილი ამერიკელებისთვის იყო ის, რომ უკრაინელებს არ სურთ ომის შეწყვეტა და აუცილებელია რაღაცის გაკეთება, რათა აიძულონ ისინი ამაზე წასვლა", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის აზრით, ტრამპს შეუძლია აიძულოს რუსები დათმობაზე წავიდნენ, რადგან ის ერთადერთია, ვისიც ვლადიმირ პუტინს ეშინია.