24 თებერვლის შემდეგ და 2014 წლიდან ასობით ათასი უკრაინელი მოხალისე იცავს უკრაინას რუსული აგრესიისგან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი მოხალისეების დღესთან დაკავშირებით საღამოს გამოსვლაში განაცხადა.
"ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების ძლიერება ჩვენი ხალხის ძლიერებაშია, ხოლო უკრაინელებისა და სახელმწიფოს ძლიერება ემყარება იმ ფაქტს, რომ უკრაინელები მეომრები ხდებიან გადამწყვეტ მომენტში - ისინი არ იმალებიან, არამედ იბრძვიან, სხვას არ აძებენ, არამედ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ბრძოლაში თავისას მიაღწიონ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან 363 უკრაინელი მოხალისე დააჯილდოვა, მათგან 47-ის სიკვდილის შემდეგ.
პრეზიდენტმა თქვა, რომ მილიონობით უკრაინელი ეხმარება ჯარს და ქვეყანას და აკეთებს ყველაფერს, რაც თავდაცვისთვის არის საჭირო, მკურნალობა და სამხედროების ტრავმების შემდეგ რეაბილიტაცია, რუსეთის დარტყმების შემდეგ ხალხის გადარჩენა.
"ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. ჩვენ ვაძლიერებთ სახელმწიფოს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს ჩვენი გამარჯვებისთვის, რომელიც რეალურად შედგება ყველას ქმედებებისაგან, ვინც იბრძვის უკრაინისთვის, ვინც იბრძვის ჩვენი სახელმწიფოსთვის და მათი ძმებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ მტერს არც ჩვენი მიწა და არც უკრაინის დიდება არ მივცეთ." - განაცხადა ზელენსკიმ.