სომეხმა სამართალდამცველებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟი - პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ ცარუკიანის სიძე - დააკავეს. მას მკვლელობის შეკვეთას ედავებიან.

პარლამენტის ყოფილი წევრი და არტაშატის ყოფილი მერი არგამ აბრამიანი - პარლამენტის ყოფილი  სპიკერის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ოვიკ აბრამიანის ვაჟი - ერევანში 2023 წლის 30 აპრილს ჩადენილ შეკვეთილ მკვლელობასთან დაკავშირებით დააკავეს.

ადრე, საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის ერევნის საქალაქო საგამოძიებო დეპარტამენტის სისხლის სამართლის საპროცესო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული წინასწარი გამოძიების, ასევე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოპოვებული იქნა აშკარა ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ სოგომონ ვ.-ს მკვლელობა არტაშატის ყოფილმა მერმა და პარლამენტის ყოფილმა წევრმა არგამ აბრამიანმა შეუკვეთა.

კერძოდ, დაგეგმილი, ყოვლისმომცველი მტკიცებულებითი და საპროცესო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა, რომ არგამ აბრამიანმა ეჭვი შეიტანა რა თავის მეუღლესთან, ემა ცარუკიანთან, რელიგიური ორგანიზაციის „ევანგელისტური სარწმუნოების ქრისტიანების“ წევრთან, სულიერ მოძღვარ ს.ვ.-სთან პირად ურთიერთობაში და მისთვის დიდი თანხების გადარიცხვაში, შურისძიების მიზნით სოგომონ ვ.-ს  სიცოცხლის ხელყოფა განიზრახა, მაგრამ მან თავისი დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანა არა პირადად, არამედ სანდო პირის, პირადი დაცვის თანამშრომლის, გ.ხ.-ს მეშვეობით განიზრახა.

გ.ხ.-მ ნიდერლანდების მოქალაქე, სოგომონ ვ., ცეცხლსასროლი იარაღით ერევანში, მიასნიკიანის ქუჩა 2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინ, 2023 წლის 30 აპრილს მოკლა.

წყარო: news.am. მასალა დაამუშავა რაულ კაპანაძემ