ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო საგენტოები ავრცელებენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ექვსი ივლისის ღამით დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის სათბობ-ენერგეტიკული კომპანიის ნავთობისა და გაზის ტერმინალზე, სიმფეროპოლის მახლობლად მდებარე ელექტროსადგურებსა და სხვა ობიექტებზე თავდასხმა განხორციელდა.

ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლებამ ალუშტაში, იალტაში, ბახჩისარაიში, სიმფეროპოლში და სევასტოპოლში ელექტროენერგიის გათიშვის, მოგვიანებით კი ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილობრივ აღდგენის შესახებ განაცხადა. თავდასხმის სხვა შედეგების შესახებ განცხადებაში არაფერ იყო ნათქვამი. 

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 6 ივლისის დილით განაცხადა, რომ რუსეთის 21 რეგიონში, ასევე ყირიმსა და შავი და აზოვის ზღვებზე 519 დრონი ჩამოაგდეს. 

ახლახან რუსეთის სამთავრობო სააგენტოების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმის ჩრდილოეთ, დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებს ელექტროენერგია არ მიეწოდება, აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში კი მიწოდება ნაწილობრივ აღდგა.