ყაზახეთში ავიაკატასტროფის გამოძიების დასრულებამდე, „აზერბაიჯანის ავიახაზებმა“ გროზნოსა და მახაჩყალის მიმართულებით ფრენები შეაჩერა.

 ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავიაკომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დანარჩენი მიმათულებებით „აზერბაიჯანის ავიახაზები“ რეისებს ჩვეული განრიგით განაგრძობს.

შეგახსენებთ, დღეს „აზერბაიჯანული ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა და კურსი შეიცვალა, აქთაუს აეროპორტიდან სამ კილომეტრში ჩამოვარდა. ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟს ხუთი წევრ იმყოფებოდა.

ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას სამგზავრო ლაინერის 67 მგზავრიდან 32 გადაურჩა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.