რუსეთის ქალაქ იელაბუგაში (თათრეთი) რუსეთის ფედერაციისა და ირანის ხელისუფლება აპირებს წამოიწყოს თანამედროვე კამიკაძე დრონების წარმოება. ამის შესახებ The Wall Street Journal "შეერთებულ შტატებთან ასოცირებულ ოფიციალურ პირებზე" დაყრდნობით წერს.

გამოცემა ირწმუნება, რომ 5 იანვარს მოსკოვისა და თეირანის წარმომადგენლები იელაბუგას ეწვივნენ, სადაც უნდა აშენდეს ქარხანა, რომელიც "მომავალ წლებში" მინიმუმ 6000 დრონის წარმოებას შეძლებს.

საუბარია ირანულ კამიკაძეზე დრონ Shahed-136-ზე, რომელთა წარმოებაც განსხვავებული ძრავით სურთ, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს დრონმა "უფრო სწრაფად და შორს იფრინოს."

Wall Street Journal-ის წყაროები ამბობენ, რომ ქარხანა ირანსა და რუსეთს შორის $1 მილიარდიანი შეთანხმების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც თეირანმა მოსკოვისგან იმ იარაღის ნიმუშები მიიღო, რომლებიც ომის დროს ხელში ჩაიგდო.