იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე მდებარე ვულკან ეტნას აქტიურობის გამო, კატანიას საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა დროებით შეჩერდა.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ჰაერში ვულკანური ფერფლის უზარმაზარი სვეტი აიჭრა, რომელმაც მიმდებარე ტერიტორია დაფარა. ადგილობრივი ავიაციის წარმომადგენლების განცხადებით, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ყველა შემოსული და გასული რეისი გაუქმდა ან სხვა აეროპორტებში გადამისამართდა.
საგანგებო სამსახურები ადგილზე მუშაობენ. ფერფლით დაბინძურებული ასაფრენი ზოლების გაწმენდისა და სიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ აეროპორტი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
მიმდინარე სოფლების მცხოვრებლებსა და ტურისტებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სახიფათო ზონებში გადაადგილებისგან და დაიცვან უსაფრთხოების წესები.




