უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა.
განკარგულება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდზე გამოქვეყნდა.
კომპანიას სანქციები 10 წლის ვადით დაუწესდა.
შეზღუდვები ითვალისწინებს, აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, ფრენებისა და ტრანზიტების შეწყვეტას უკრაინის ტერიტორიაზე, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ასევე ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას.
ამასთან, პერსონალური სანქციები დაუწესდა Georgian Airways-ს დამფუძნებელს, თამაზ გაიაშვილს.
შეგახსენებთ: რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით ფრენები აღადგინა.