უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სირიის ლიდერს ბაშარ ასადს სანქციები დაუწესა.

ზელენსკის განკარგულების თანახმად, ასადის წინააღმდეგ სანქციები 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს.

დაიბლოკება ასადის აქტივები, თუ კი ასეთი აქვს უკრაინაში, ასევე აიკრძალება ნებისმიერი სავაჭრო ოპერაციები და ა.შ.

ასადის გარდა, სანქციები დაუწესდებათ სირიის 70 წლის პრემიერს ჰუსეინ არნუსსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ფეისალ ალ-მიქდადს.

სანქცირებულთა ახალ სიაში შეყვანილია უკვე 300 ადამიანი. სანქციები ასევე შეეხება 141 იურიდიულ პირს.