The New York Times რუსული საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში მილიონობით დოლარის ღირებულების Boeing-ის, Airbus-ისა და სხვა მწარმოებლების სათადარიგო ნაწილები ჩავიდა.

გამოცემის თანახმად, ამერიკული სავაჭრო მონაცემების აგრეგატორის Import Genius-ის მიერ შეგროვებული და გაანალიზებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ ათობით მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილები  რუსეთის ავიახაზებს აშშ-ს სანქციების ქვეშ გაეგზავნა. მათ შორისაა ავიაკომპანიები "Russia", "Aeroflot", "Uralski" " Airlines, S7 Airlines" 'Utair Aviation" და Pobyeda.

ასევე სტატიაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაზიდვები ​​​​​​შესაძლებელი გახდა არაოფიციალური მყიდველების მეშვეობით, არალეგალური სქემებით და სანქციების გვერდის ავლით საქონლის გადაადგილებით. არსებული ინფორმაციით, ისინი ხშირად ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში მდებარეობს.

მაგალითად, როგორც გამოცემა აღნიშნავს, გასულ წელს აეროფლოტის საწყობებში შევიდა სპილენძის მავთულის, ჭანჭიკების, გრაფიტის და სხვა ნაწილების ათობით პარტია, რომლებიც ეტიკეტირებულია, როგორც ამერიკული კომპანია Boeing-ის მიერ წარმოებული.

მათ ამარაგებდნენ უცნობი სავაჭრო კომპანიების, თავისუფალი სავაჭრო ზონებისა და სამრეწველო პარკების მეშვეობით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში, შემდეგ კი გზა რუსეთში იპოვეს.

გარდა ამისა, საბაჟო მონაცემების მიხედვით რუსეთში, 2022 წლის მხოლოდ 8 თვის განმავლობაში 5 000-ზე მეტი თვითმფრინავის ნაწილების დაფიქსირდა. დაწყებული მარტივი პროპელერებიდან, დასრულებული Honeywell-ის თვითმფრინავის ძრავამდე, რომლის ფასიც 290,000 დოლარია.