უკრაინას შეუძლია, 27–მდე გაზარდოს მსოფლიოს ქვეყნებთან უსაფრთხოების შეთანხმებების რაოდენობა,– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

”ახლა არის შვიდი შეთანხმება უსაფრთხოების შესახებ - G7-ის ყველა ქვეყანასთან. ჯამში კი უკვე გაფორმებულია 17 ხელშეკრულება და კიდევ 10-ს ვამზადებთ ხელმოწერისთვის“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

13 ივნისს, იტალიაში G7-ის სამიტის ფარგლებში, უკრაინამ უსაფრთხოების შეთანხმებები გააფორმა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ორ ქვეყანასთან - იაპონიასთან და შეერთებულ შტატებთან.

„იაპონური მხარე გააგრძელებს უკრაინის დახმარებას მისი კონსტიტუციური და სამართლებრივი მოთხოვნებისა და დებულებების შესაბამისად, რადგან უკრაინა იცავს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მიმდინარე აგრესიისგან“, - ნათქვამია იაპონიასთან შეთანხმების ტექსტში.

შეერთებულ შტატებთან შეთანხმება ადასტურებს ამერიკის მხარდაჭერას უკრაინისადმი მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. მხარეები აღიარებენ ამ შეთანხმებას, როგორც მხარდამჭერ ხიდს ნატოში უკრაინის შესაძლო გაწევრიანების.

შეთანხმებაში ასევე ნათქვამია შეერთებული შტატების განზრახვა, უზრუნველყოს გრძელვადიანი მატერიალური, სასწავლო და საკონსულტაციო, ტექნიკური, სადაზვერვო, თავდაცვითი ინდუსტრიული, ინსტიტუციური და სხვა მხარდაჭერა "უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების განვითარებისთვის, რომელსაც შეუძლია, დაიცვას სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა და მომავალი აგრესიის შეკავება“.