უკრაინა მზად არის აშშ-სგან შეიძინოს სამხედრო დახმარების პაკეტი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ჩვენ არ გვითხოვია მომავალი პაკეტი უფასოდ. ჩვენ ამას უსაფრთხოების გარანტიადაც კი მივიჩნევთ", – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
მისი განმარტებით, კიევის სურვილების პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვა და სხვა შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლებიც ძალიან სჭირდება უკრაინას.
"ეს არის დაცვა, ეს იქნება დახმარება ომის დასრულების შემდეგ, ეს არის უსაფრთხოების გარანტია, რომ ჩვენი უკრაინა საჰაერო თავდაცვით არის დაცული. ბევრი სხვადასხვა ფორმატი და ინსტრუმენტია, რომელზედაც ჩვენ მზად ვართ. ჩვენ მზად ვიყავით 30-ის და 50 მილიარდის მოძიებაზეც შესაბამისი პაკეტისთვის", – აღნიშნა ზელენსკიმ.