ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

"ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა შეერთებული შტატების სენატორის, ლინდსი გრემის გარდაცვალების შესახებ. ლინდსი თავისუფლებისა და იმ ღირებულებების ერთგული დამცველი იყო, რომლებიც ჩვენს სამყაროს უფრო უსაფრთხოს ხდის.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლებში ის უკრაინას ათჯერ ეწვია და ჩვენს ხალხთან ერთად იდგა მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად იყო საჭირო. ჩვენ მუდმივ დიალოგში ვიყავით და ჩვენი საუბრები ძალიან დამაკლდება. მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში ორჯერ შევხვდით ერთმანეთს.

ის მტკიცედ უჭერდა მხარს უკრაინისადმი ორპარტიულ და ორპალატიან მხარდაჭერას აშშ-ს კონგრესში. ბოლო კვირების განმავლობაში მუშაობდა მნიშვნელოვან ინიციატივებზე, რომლებიც მშვიდობის მოახლოებას შეუწყობდა ხელს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებაზე. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული მადლიერებით გავიხსენებთ მის მიერ ჩვენი ხალხის აღიარებასა და უკრაინელი დამცველების სიმამაცის მიმართ გამოხატულ აღფრთოვანებას.

ამერიკამ და მთელმა მსოფლიომ დაკარგეს პრინციპული და მტკიცე ლიდერი.

ვუსამძიმრებთ ლინდსი გრემის ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვისაც მასთან მუშაობის პატივი ჰქონდა", - წერს ზელენსკი.