უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დუმილი მხოლოდ აქეზებს რუსეთს, გააგრძელოს ომი და იგნორირება მოახდინოს დიპლომატიაზე. 

 ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მსოფლიოში ბევრმა გამოხატა თავისი პოზიცია კრივოი როგზე დარტყმის შემდეგ, პოზიცია რუსული ტერორის მკაფიო უარყოფაზე. ყველას, ვინც ამას ხედავს და არ ხუჭავს თვალებს, არამედ მკაფიოდ და ნათლად ამბობს სიმართლეს, არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო უნდა იყოს მადლიერი. გაჩუმება იმის შესახებ, რომ სწორედ რუსეთი კლავს ბავშვებს – ეს არასწორია, ეს სახიფათოა. ამიტომ, მადლობელი ვარ ყველა ქვეყნისა, რომლის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს აზრი: ლიდერებმა, საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საელჩოებმა. რუსეთი უნდა აგებდეს პასუხს ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა, და მათზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს – ნამდვილი ზეწოლა, დროის ფუჭად კარგვის გარეშე ცარიელ საუბრებში, რათა ეს ომი დასრულდეს“, – თქვა ზელენსკიმ.

თარგმანი: პირველი არხი