უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზთან მდებარე ქალაქ პოკროვსკს და ხარკოვის ოლქის კუპიანსკს ეწვია.
"ეს არის ფრონტის დაძაბული მონაკვეთი," - დაწერა მან Telegram-ზე.
მან 25-ე ცალკეული საჰაერო სადესანტო ბრიგადის ოთხი ჯარისკაცი დააჯილდოვა.
"მხოლოდ თქვენი გამძლეობის წყალობით, აღმოსავლეთი მთლიანად არ არის რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული," - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მოისმინა ბრიგადის მეთაურის, ევგენი ლასიჩუკის მოხსენება პოკროვსკში უსაფრთხოების ვითარების შესახებ და ასევე გაეცნო ამ მხარეში ახალი თავდაცვის ხაზების მშენებლობის მიმდინარეობას. მისი თქმით, დაგეგმილის დიდი ნაწილი უკვე აშენებული და აღჭურვილია.
ზელენსკი ხარკივის ოლქის ქალაქ კუპიანსკსაც ეწვია. რუსული ჯარი ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში დგას. კუპიანსკი უკრაინელმა სამხედროებმა 2022 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს.