ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში წერს.
"ახლახან ვესაუბრე სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის და ორივე მხარე ამით დაინტერესებულია. მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით მზადაა თავისი გამოცდილება გაგვიზიაროს.
მე პრემიერმინისტრი კიევში ვიზიტზე მოვიწვიე და მადლობა გადავუხადე ბრატისლავაში მიწვევისთვის. ასევე განვიხილეთ უახლოეს მომავალში პირადი შეხვედრის შესაძლებლობა. ამის დაგეგმვაზე ჩვენი გუნდები იმუშავებენ", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
I have just spoken with Slovakia’s Prime Minister @RobertFicoSVK. We need strong relations between our countries, and both of us are interested in this. It was important to hear that Slovakia supports Ukraine’s membership in the European Union and is ready to share its experience… pic.twitter.com/LMXkXvgxUy
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 2, 2026








