ვოლოდიმირ ზელენსკი განაცხადა, რომ დღეს უკრაინა ბოლო 9-10 თვის განმავლობაში ბრძოლის ველზე საუკეთესო პოზიციაშია. ამის შესახებ მან Newsmax-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„რუსეთი ზეწოლას ვერ გრძნობს, ამიტომაც მოსკოვი ფიქრობს, რომ შეუძლია ომის გაგრძელება. თუმცა, რუსეთი ძლიერი პოზიციაში არ არის - ის არ იმარჯვებს. ბოლო 9–10 თვის განმავლობაში ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვგულისხმობ სწორედ ბრძოლის ველს. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია ომის დასრულება", - თქვა მან.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ პარტნიორებისგან მიიღო შეტყობინებები, სადაც ნათქვამი იყო, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო შესაძლოა არ იყოს მიზანშეწონილი რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელება.
მისი თქმით, მან ამ წინადადებას უარყოფითი პასუხი გასცა.
"მოდით, გამოვაცხადოთ ენერგეტიკული ზავი, მაგრამ არავის ჩვენთვის ასეთი ზავი არ შემოუთავაზებია. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, თუმცა თუ რუსეთი ჩვენზე დარტყმას განახორციელებს, ჩვენ ნებისმიერო გზით ვუპასუხებთ", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.








