უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დავოსში დონალდ ტრამპს „პეტრიოტის“ სისტემებისთვის ახალი რაკეტების მიწოდებაზე შეუთანხმდა.

„საათზე მეტხანს ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს და მივიღე, არ ვიტყვი რა ოდენობის, PAC-3-ის რაკეტები „პეტრიოტისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ PAC-3 ტიპის რაკეტები „პეტრიოტის“ სისტემებისთვის ერთადერთი შეიარაღებაა უკრაინულ არსენალში, რომელსაც რუსული ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება შეუძლია და პრეზიდენტი ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ რაკეტების დეფიციტი აქვთ.

თარგმანი: პირველი არხი