მეორე მსოფლიო ომის დროს, სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, ვოლგოგრადში საგზაო ნიშნები წარწერით „ვოლგოგრადი", დროებით წარწერა „სტალინგრადით“ ჩაანაცვლეს. 

2013 წელს, ვოლგოგრადის საქალაქო სათათბირომ გადაწყვიტა ქალაქისთვის "სტალინგრადის" სახელი დაებრუნებინა წელიწადში ათი დღე. მათ შორის - 2 თებერვალს - სტალინგრადის ბრძოლაში საბჭოთა ჯარების გამარჯვების დღეს, ასევე  მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღეს, გმირების დღეს და ა.შ.

დღევანდელ ვოლგოგრადს, რომელიც ბოლშევიკურ რევოლუციამდე ცარიცინი იყო, სტალინგრადი 1925 წელს, სტალინის პატივსაცემად დაარქვეს. სტალინის კულტთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, 1961 წელს, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებით, სტალინგრადს ვოლგოგრადი ეწოდა.