ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.
„„ვიზეარი“ სომხეთში ფართოვდება. ეს სომხეთისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა და მთავრობის სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიღწევაა.
შეცდომებითა და წარუმატებლობით ჩვენ ვაღწევთ ჩვენს მიზანს: გვინდა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ მსოფლიოში მოგზაურობის შესაძლებლობა და „ვიზეარის“ მსგავსი ავიაკომპანიები ამ შესაძლებლობებს ფართო სოციალურ ფენებს აძლევენ.
მოგზაურობა, მსოფლიოს ნახვა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის შეცნობის, ჩვენი ყველა უპირატესობისა და ნაკლოვანების დანახვის საშუალებაა. მოგზაურობა, ამ პერიოდში მიღებული ცოდნა, არის რესურსი, რომელიც სომხეთის განვითარებაში უნდა ჩავდოთ.
გისურვებთ კეთილ მგზავრობას და შთაბეჭდილებებით სავსე მშვიდობიან დაბრუნებას, ძვირფასო თანამემამულეებო.
P.S. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი, რომელზედაც მოლაპარაკებები ინტენსიურ ფაზაშია“, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი.
ცნობისთვის, „ვიზეარი“ საქართველოს ავიაბაზარზე ლიდერი კომპანიაა. ოფიციალური სტატისტიკით 2024 წელს ის 1 259 069 მგზავრს მოემსახურა. რა რაოდენობით იყვნენ მათ შორის სომხეთის მოქალაქეები და იქონიებს თუ არა გავლენას „ვიზეარის“ სომხეთის ავიაბაზარზე შესვლა საქართველოდან და საქართველოში მის მიერ განხორციელებული ფრენების სიხშირეზე, ამის შესახებ ექსპერტები ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებენ.




