უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ რუსებს "მხოლოდ ძალის ენა ესმით", ხოლო ევროპა ამჟამად სუსტ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ მან ფრანგულ ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"მე ვფიქრობ, რომ რუსებს მხოლოდ ძალის ენა ესმით და ევროპა ძლიერი უნდა იყოს" - თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები ევროპამ ძლიერი პოზიციიდან უნდა წარმართოს.
ორბანმა აღნიშნა, რომ ევროპა ამჟამად სუსტია და ამიტომ, მას აშშ-ს დახმარება სჭირდება. უნგრეთის პრემიერმინისტრი დარწმუნებულია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპა უნდა გაძლიერდეს. "რუსეთთან სტრატეგიული შეთანხმება საჭიროა, მაგრამ ამას მხოლოდ ძლიერი ევროპა შეძლებს" - განაცხადა მან.