ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი ტელეფონით ხშირად ურეკავს და ეკითხება, თუ როდის დატოვებს უნგრეთი ევროკავშირს. „ევრონიუსის“ ცნობით, ამის შესახებ ორბანმა უნგრეთში გამართულ ფორუმზე განაცხადა, სადაც როგორც შიდა ისე საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები განიხილებოდა. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ევროკავშირი.

ორბანის თქმით, მან ტრამპს გაუზიარა ინფორმაცია, რომ უნგრეთი საკუთარი პროდუქციის 85%-ს ევროკავშირის ბაზარზე ყიდის.

დარბაზიდან დასმული კითხვის საპასუხოდ, ორბანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება მხოლოდ ხანგრძლივი და დეტალური განხილვის შემდეგ შეიძლება იყოს მიღებული. მისივე თქმით, თუ ის გადაწყვეტს წასვლას, მაშინ მას მოუწევს ინიციატივის გამოჩენა. თუმცა უნგრეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი, რომელიც თანმიმდევრულად მისდევს ევროსკეპტიკურ პოზიციას აცხადებს, რომ 2004 წელს ევროკავშირი ისეთი რომ ყოფილიყო, როგორიც დღესაა, უნგრეთი კავშირში გაწევრიანების განაცხადს სავარაუდოდ არ გააკეთებდა.

თარგმანი: პირველი არხი